აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, ნედ პრაისს არ აქვს ინფორმაცია, რა მიზეზით ჭიანურდება ვაშინგტონში საქართველოს ელჩის დანიშვნის პროცედურა.
მან "მთავარი არხის" ვაშინგტონის ბიუროს კორესპონდენტთან, დემნა დევდარიანთან საუბარში თქვა, რომ არც ის იცის, როდის უნდა ელოდოს საქართველოს მხრიდან ელჩის წარდგენას.
შეგახსენებთ, აშშ-ში საქართველოს ელჩი უკვე 1 თვეა, არ ჰყავს. ამ თანამდებობას დავით ბაქრაძე იკავებდა, თუმცა მას ვადა ამოეწურა.