კრემლის ჯარმა აღმოსავლეთ უკრაინაში სულ მცირე 6 მარცვლეულის საწყობი გაანადგურა, - ამის შესახებ ინფორმაციას, Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ კრემლის ეს ქმედება გავლენას ახდენს სურსათის გლობალურ მიწოდებაზე.
"მარტის ბოლოსთვის, სულ მცირე ექვსი მარცვლეულის შესანახი ობიექტი დაზიანდა ამ თავდასხმების შედეგად... რუსეთის მიერ ამ მარცვლეულის სილოსების დაუფიქრებელი დაზიანება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოქმედებს პუტინის ომი უშუალოდ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე და როგორ ემუქრება სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში" - ამბობს აშშ-ის წარმომადგენელი.
გამოცემის ცნობით, ვინაიდან აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები დამოკიდებულია უკრაინული ხორბლის ექსპორტზე, მარაგისა და შესანახი ობიექტების განადგურებამ შესაძლოა, დეფიციტი და ფასების ზრდა გამოიწვიოს.