აქცია ივანიშვილის სასახლესთან - "გაბედემ" ოლიგარქს 20 ივნისის დარბევის აუდიოჩანაწერი ჩაურთო

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "გაბედეს" წევრები აქციას ბიძინა ივანიშვილის შუშის სასალხესთან მართავენ. მათ სოლოლაკში ათონელის ქუჩიდან გადაინაცვლეს.

ახალგაზრდებმა ივანიშვილის სახლთან დინამიკი მიიტანეს და ოლიგარქს სიმბოლურად, 20-21 ივნისის აქციის დარბევის აუდიო ჩანაწერი ჩაურთეს, რითაც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს კიდევ ერთხელ შეახსენეს გასულ ზაფხულს განვითარებული მოვლენები.

20 ივნისის წლისთავთან დაკავშირებით, "გაბედეს" წევრები დღეს აქციებს დილიდან, სხვადასხვა ადგილას მართავენ. სპეციალური ეკიპირებით ისინი ჯერ სახელმწიფო კანცელარიასთან მივიდნენ და ტერიტორიას  სიმბოლურად დეზინფექცია ჩაუტარეს. როგორც ახალგაზრდები ამბობენ, საქართველოში არის "რუსული ვირუსი", რისგანაც ქვეყანა უნდა განიკურნოს.

მთავრობოის ადმინისტრაციიდან "გაბედემ" უკვე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლა, სადაც მათ პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაცია და კორდონი დახვდათ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი