"მარიუპოლის დაცვის თითოეული დღე, ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის ფასად გვიჯდება. ბრძოლების დროს დაჭრილი ჯარისკაცი ისევ საბრძოლველად მიდის, რადგან ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ არ ვიბრძოლოთ", - ამბობს ვიდეო მიმართვაში, აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი.
მისივე თქმით, ქალაქის კრემლის ალყიდან დახსნის ოპერაცია ისტორიაში შევა.
"თითოეული წარმატებული ოპერაციის უკან ჩვენი გმირები დგანან. ჩვენი აზოველების, საზღვაო ქვეითების, მესაზღვრეების ეროვნული გვარდიისა და სხვა დაჯგუფებების. დღევანდელი მონაცემებით, მარიუპოლში 100 ათასზე მეტი ადამიანია დარჩენილი. ახლა წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩააგდებენ მთვრალი რუსი ოკუპანტები ჩვენს მოქალაქეებს, თუ მათ არ დავიცავთ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ გვჯერა, რომ ომში ხალხი ერთ ერად იკვრება, რაც ნიშნავს რომ ეს ადამიანები ერთი ოცნების ირგვლივ ერთიანდებიან. ეს ოცნება კი ჩვენი გამარჯვებაა. მე მჯერა, რომ მარიუპოლის ალყიდან დახსნის ოპერაცია ისტორიაში შევა. მარიუპოლი უკრაინაა", - ამბობს სვიატოსლავ პალამარი.
შეგახსენებთ, რომ ქალაქი მარიუპოლი უკვე 2 კვირაზე მეტია, რუსი სამხედროების ალყაშია.