
"მოსკოვი ევროკავშირს სანქციების მოხსნას არ მოსთხოვს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პანევროპული დეპარტამენტის დირექტორმა, ნიკოლაი კობრინეცმა რუსულ მედიასთან განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს ევროკავშირის "მტრულ ქმედებებს" და დასძინა, რომ "ბრიუსელის უპასუხისმგებლო სანქციები უარყოფითად აისახება რიგით ევროპელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე".
"ჩვენ არ მოვთხოვთ სანქციების მოხსნას დასავლეთს. ევროკავშირი არ არის სამყაროს ცენტრი", - ამბობს ნიკოლაი კობრინეცი.
ამასთან, რუსული სახელმწიფო მედიის წერს, რომ ქვეყნის მთავრობას დასავლეთის მიერ შემუშავებული სანქციების საწინააღმდეგოდ, "100 ინიციატივა აქვს დაგეგმილი".
შეგახსენებთ, პუტინი უცხო ქვეყნებს დაემუქრა, რომ შეწყვეტს გაზის მიწოდებას, თუ ისინი თანხას რუბლში არ გადაიხდიან. რუსული გაზის რუბლებში გადახდაზე უარი უკვე განაცხადა გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა.