რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი სტუდენტი მოკლეს. მეორე კურსელ გოგონას ჩერნიგოვში ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდა, რა დროსაც მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
„სპეციალური და ინკლუზიური განათლების ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი ანასტასია ტაგიროვა გარდაიცვალა 2022 წლის 30 მარტს, როდესაც ჰუმანიტარული დახმარება ჩერნიგოვში გადაჰქონდა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ანასტასიას უნივერსიტეტი ავრცელებს.
ჩერნიგოვის მახლობლად, მოხალისეებისთვის ცეცხლის გახსნაზე განცხადება გუშინ, უკრაინის ომბუდსმენმა გააკეთა. ლუდმილა დენისოვას თქმით, გარდაცვლილი იყო 1, ხოლო დაჭრილი იყო - 4 ადამიანი.