მელიტოპოლის ყველა სკოლის დირექტორმა, პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა, მათ არ სურთ ოკუპანტებთან თანამშრომლობა - ქალაქის მერი

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული მელიტოპოლიდან რუსი აგრესორები უკრაინის მოქალაქეებს იტაცებენ და ანექსირებულ ყირიმში იძულებით გადაჰყავთ - ინფორმაციას ქალაქის მერი, ივან ფიოდოროვი ავრცელებს.

მისი თქმით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა და კრემლის მიერ დანიშნულმა ადმინისტრაციის "ხელმძღვანელობამ" ქალაქზე კონტროლის მოპოვება ვერ შეძლეს. პროტესტის ნიშნად, მელიტოპოლის ყველა სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელმა დაკავებული თანამდებობები დატოვა.

ფიოდოროვმა ოკუპანტების მიერ დანიშნულ "მერს", გალინა დანილჩენკოს მიმართა და თქვა, რომ უკრაინელი ბავშვების დატყვევებას ვერავინ შეძლებს.

"დღეს ძალიან რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მელიტოპოლის ყველა სკოლის დირექტორმა, გამონაკლისის გარეშე, დატოვეს თანამდებობები პროტესტის ნიშნად. მათ არ სურთ თანამშრომლობა რუს ოკუპანტებთან. ძვირფასო გალინა ვიქტოროვნა, თუ თქვენ გინდათ ჩვენი ბავშვებისგან ფარი გააკეთოთ, არ გამოგივათ, არც მათი ტყვეობაში ყოფნა გამოგივათ. თუ მსგავსი რამ გსურთ, შეგიძლიათ თქვენი შვილებიდან და შვილიშვილებიდან დაიწყოთ", - თქვა ივან ფიოდოროვმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი