Daily Beast-ი წერს, რომ რუსი სამხედროები, რომლებმაც ჩერნობილის დახურულ ზონაში, ე.წ. წითელ ტყეში, რომლის ნიადაგიც რადიაციითაა დაბინძურებული, სანგრების გათხრის შემდეგ, თავადაც მოიწამლნენ. გამოცემის ცნობით, მოწამლული ოკუპანტები ახლა მწვავე რადიაციული ავადმყოფობის გამო, ბელარუსში, სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.
Energoatom-მა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ატომურ ელექტროსადგურებზე, გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროების ნაწილი ჩერნობილის დასატოვებლად ემზადებოდა.
„გასაკვირი არ არის, რომ ოკუპანტებმა რადიაციის დიდი დოზა მიიღეს და ავადმყოფობის პირველივე ნიშნებისთანავე პანიკაში ჩავარდნენ" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსში, გომელში, მოწამლული რუსების შვიდი ავტობუსი ხუთშაბათს ჩავიდა.
"წითელი ტყე" 1986 წლის 26 აპრილის კატასტროფის შედეგად, კვლავაც რჩება აკრძალულ ზონად. ტერიტორია იმდენად ტოქსიკურია, რომ ჩერნობილის სპეციალიზებულ მუშაკებსაც არ აძლევენ იქ შესვლის უფლებას.