რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ უკვე არსებობს გარკვეული წინსვლა.
"სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია, მართალია ეს საბოლოო შედეგი არ არის, თუმცა ის ფაქტი, რომ უკრაინელებმა, უკრაინის უბლოკო და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე, ასევე ნატოში გაწევრიანების გარეშე უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე მზაობა განაცხადეს, პროგრესია. ამასთან პროგრესია, უკრაინელი კოლეგის მხრიდან, ყირიმსა და დონბასთან მიმართებაში იმის აღიარება, რომ ეს საკითხი საბოლოოდ დაიხურა." - ამბობს სერგეი ლავროვი
უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ დონბასისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების საკითხი არ განიხილება და ისინი აუცილებლად იქნება უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი.