"ივანიშვილს აქვს კიდევ ერთი შანსი" - "ევროპული საქართველოს" ახალი სტრატეგია ოლიგარქის გეგმის საპასუხოდ

გამოქვეყნდა:

ივანიშვილს აქვს კიდევ ერთი შანსი, მინიმუმ რამდენიმე დღის დრო, რომ არც თავის თავი არ დაღუპოს პოლიტიკურად და პერსონალურად და მეორეს მხრივ, ქვყანას არ მიაყენოსა დამატებითი ზიანი - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი გიგა ბკორია პარტიის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

"ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის რიგგარეშე კენჭისყრა პარლამენტში ხვალ უნდა ჩატარდეს, მხარს დაუჭერს. ამის შესახებ პარტიამ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. როგორც "ევროპულ საქართველოში" ამბობენ, ამ გადაწყვეტილებით, ისინი ოლიგარქს არ მისცემენ საშუალებას, კიდევ ერთხელ გადაადგოს საზოგადოება და მორიგ ჯერზე ჩაშალოს საარჩევნო სისტემის ცვლილება.

ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება 14 ნოემბრის მსაგავსად, ხვალ საკონსტიტციო ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრას ჩააგდებს, ეს ნიშნავს, რომ 8 მარტის შეთანხმება ჩაიშლება.

ამის შემდეგ კი "ევროპული საქართველო" შეთანმხების იმ ნაწილის შესრულებას დაელოდება, რომელიც გიორგი რურუას ციხიდან გამოშვებას გულისხმობს.

შემდგომ კენჭისყრებში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ მეორე მხრიდან ის ნაბიჯი არ გადაიდგმება, რომელიც შეთანხმების შესასრულებად აუცილებელია, იმ პირობის შესასრულებლად, რომელიც ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მეგობრების წინაშე დაიდო - განაცხადა ბოკერიამ.

ჩვენ არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ საშუალებას, რომ ჩააგდოს პროპორციული არჩევნები, რისი საფრთხეც სამწუხაროდ, ხვალ არის. ჩვენ ვაძლევთ დამატებით დროს „ქართულ ოცნებას“, მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და მეორე-მესამე მოსმენამდე გამოუშვას გიორგი რურუა - ამბობს ელენე ხოშტარია.

"ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია "ნაციონალურ მოძრაობას". ამ ეტაპზე უცნობია რა გადაწყვეტილებას მათი ფრაქცია პარლამენტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი