საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქისა და ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობრის, ალიშერ უსმანოვის ორი ვერტმფრენი დააპატიმრა, რომელთა ღირებულება 26 მილიონი დოლარია.
ერთ-ერთი მათგანი საფრანგეთის ქალაქ ლე კასტელში დააკავეს, მეორე კი მონტე-კარლოში. 28 თებერვალს ევროკავშირმა უსმანოვი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, მონაკო კი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა და რუსი ოლიგარქების კუთვნილი აქტივები გაყინა.
ამერიკული გამოცემა "ფორბსის" ინფორმაციით, ადრე ეს ორი ვერტმფრენი ბრიტანულ კუნძულ მენზე იყო დარეგისტრირებული, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ისინი რეგისტრაციიდან მოხსნეს.
ოფიციალურად უსმანოვის საფრენი აპარატები ეკუთვნის კომპანიას, რომელიც კაიმანის კუნძულებზეა ბაზირებული.