უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში რუსი ოკუპანტებისგან 28 დასახლება გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ დასახლებების ნაწილი ოკუპირებული იყო ქვეყანაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან.
პოლისიას მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს კონტროლის დამყარება დემიდივის, დიმერის, ლიტვინივკას, გავრილივკას, კოზაროვიჩის, ჟოვტნევის, გლიბივკას, იასნოგოროდკას, ტალაკუნის, სუხოლუჩას, ლიპივკას, გავრონშჩინის, მაკოვიშეს, მიკოლაივკას, ხმილნას დასახლებებზე.
სევერსკის მიმართულებით გათავისუფლებულია რუდნია, შევჩენკოვე, ბობრიკი, სტარა ბასანი, ნოვა ბასანი, მაკეევკა, პოჰრები, ბაჟანივკა, ვოლოდიმირივკა, შნიაკივკა, სალნე, სოფიივკა და გავრილივკა.
ასევე იხილეთ: