მზადება აქციისთვის - რუსთაველის გამზირი ამ დრომდე არ გადაკეტილა

გამოქვეყნდა:

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ ორი საათიდან თბილისის მთავარ გამზირზე სრულად შეიზღუდებოდა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, რუსთაველის გამზირი ამ დრომდე არ გადაკეტილა. შესაბამისად, აქციის ორგანიზატორებს საპროტესტო გამოსვლისთვის მომზადება ეზღუდებათ.

თუმცა, ადგილზე უკვე დამონტაჟებულია სცენა, სადაც დღეს, გავრილოვის სისხლიანი ღამიდან ერთი წლის შემდეგ, აქტივისტები გამოვლენ და კვლავ იტყვიან თავიანთ სათქმელს, რომ ქვეყანაშ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რჩება.

"ქართულ ოცნებას", ჩვენს ხელისუფლებას და ყველა იმ ხელისუფლებას რომელიც "ოცნების" შემდეგ იქნება, უნდა ვუთხრათ და შევახსენოთ, რომ ოცი ივნისის ღამე აღარასოდეს უნდა განმეორდეს ამ ქვეყანაში. აღარასოდეს უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენი პოლიტიკური კურსი, ჩვენი საგარეო ორიენტაცია და საქართველოს მოქალაქეების ეროვნული ღირსება. არცერთმა ხელისუფლებამ არ უნდა შეურაცხყოს ეს. დაუშვებელია, მშვიდობიან მოქალაქეებს ესროდნენ დამიზნებით და დაუშვებელია, მშვიდობიან მოქალაქეებს წაქცეულებს ურტყამდნენ პოლიციელები, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე.

აქციის ორგანიზატორების თქმითვე, დღეს ადამიანები "ერთად ერთის წინააღმდეგ" დადგებიან რუსთაველის გამზირზე და "ქართული ოცნების" ღიად პრორუსულ პოლიტიკას გააპროტესტებენ, რომელმაც ასობით ადამიანის ჯანმრთელობა შელახა.

ერთი წლის თავზეც უნდა გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ ის, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" ჩაიდინა. ეს არის პოლიტიკური რეპრესიები, არის კოლაბორაციონიზმი მტერთან და ის ძალიან მძიმე დარღვევები, რომელიც რეალურად მიმართული იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბზარის შეტანაში. შესაბამისად, დღეს ისევ ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ შვიდ საათზე, რუსთაველზე, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა.

გავრილოვის სისხლიანი ღამიდან ერთი წელი გავიდა - ზუსტად ერთი წლის წინ, მოქალქეებს, ვინც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტეტის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა და "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკა გააპროტესტა, ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა.

აქცია მმართველმა გუნდმა, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ნახევრდ ლეტალური იარაღის გამოყენებით დაარბია. დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის 40 ჟურნალისტი.

სისხლიანი მოვლენების მთავარი შემსრულებელი გიორგი გახარია კი ახლა ქვეყნის პრემიერმინისტრია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი