
სასამართლომ ზუგდიდში მანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებისთვის დაკავებულ 2 პირს პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება დაკავებულებს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადებას და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებას ედავება.
დაკავებულები გირაოს ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და მათ 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ერთ-ერთი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ არ იცოდა, რა საქმეზე მიდიოდა.
გაურკვეველია საიდან შეიძინეს მათ ასაფეთქებელი ნივთიერებები. ადვოკატის განცხადებით, ელოდება მოსამართლის განჩინებას და კლიენტთან შეთანხმებით შესაძლოა ის გაასაჩივროს.
ჯ.ქ.-ს და ბ.თ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება, ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ემა გოგოხია.