მდინარაძის თქმით, უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების სამძიმარზე მისვლას შესაძლოა, "წამახალისებელი ეფექტი" ჰქონოდა

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების დეპუტატი მდინარაძე ამბობს, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამძიმარზე მისვლას, შესაძლოა, "წამახალისებელი ეფექტი" ჰქონოდა. ასე უპასუხა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები ქართველი გმირების პანაშვიდზე:

"როდესაც ქვეყანა, არა მხოლოდ საქართველო, არამედ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ა.შ აცხადებს, რომ წინააღმდეგია უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის, მაშინ უხერხული მომენტი ჩნდება, როგორ უნდა იქცეოდნენ ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები? რაიმე მოქმედება, თუნდაც გულწრფელი სამძიმარი აღიქმება თუ არა წახალისებად გარკვეული ქმედებების?...

ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სამძიმარი გამოვუცხადოთ, მაგრამ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მოხალისეებთან დაკავშირებით ეწევიან, ხომ არ შეგვეკავებინა თავი. შესაძლოა, ვცდებოდეთ, მაგრამ ეს არის გულწრფელი პასუხი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ვთქვა". ამბობს მდინარაძე.

უკრაინაში რუსულ აგრესიას 4 ქართველი ემსხვერპლა. ერთის, ბახვა ჩიქობავას ცხედარი ამ დრომდე მარიუპოლშია და მისი გადმოსვენება ვერ ხერხდება. უკრაინაში დაღუპულებს საქართველოს ხელისუფლება ძმათა სასაფლაოზე არ კრძალავს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი