სვამს სტაფილოს წვენს, იძინებს ადრე და მერე აღარ ახსოვს რა ხდება ქვეყანაში - "გაბედეს" აქცია-პერფორმანსი

გამოქვეყნდა:

დიდი ეჭვი არსებობს, რომ ღამის სააათებში რაც პარლამენტის წინ რუსთაველზე ხდებოდა, ივანიშვილს არც გაიგია - ამბობს "გაბედეს" წევრი მიხეილ ქუმსიშვილი 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით.

ახალგაზრდულმა მოძრაბამ დღეს ივანიშვილს შუშის სასახლესთან ხმის გამაძლიერებელი მიუტანა და გავრილოვის ღამეს, დარბევის აუდიოჩანაწერი მოასმენინა. 

ყველას კარგად მოგვეხსენება რომ ბიძინა ივანიშვილი იძინებს ძალიან ადრე, სვამს სატაფილოს წვენს და მერე აღარ ახსოვს საერთოდ რა ხდება ამ ქვეყანაში და დიდი ეჭვი არსებობს, რომ ღამის სააათებში რაც პარლამენტის წინ რუსთაველზე ხდებოდა, ბიძინას არც გაუგია. ეს არის ის ხმები როგორ ისროდნენ, როგორ არბევდნენ, როგორ თხრიდნენ თვალებს ქართველ ახალგაზრდებს" ამბობს ქუმსიშვილი.

"გაბედემ" სოლოლაკის გარდა დღეს საპროტესტო აქცია პერფორმანსები გამართა მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის სასახლესთან. საღამოს კი ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი