ჩვენ მოვიპოვეთ იმ ადამიანთა სია, რომლებიც იძულებით გაიყვანეს რუსეთში - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრო კულება ვარშავაში  პოლონელ კოლეგებს შეხვდა, სადაც მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია იყო. 
მინისტრმა მათ  მიაწოდა ინფორმაცია, მარიუპოლიდან და კიევის ოლქიდან გატაცებული ადამიანების შესახებ, რომლებიც რუსმა სამხედროებმა, როგორც ანექსირებული ყირიმის, ასევე რუსეთის ტერიტორიებზე გადაიყვანეს.  

კულებამ მადლობა გადაუხადა პოლონეთს, მხარდაჭერისა და უკრაინელი ხალხის დახმარებისთვის.

კულება ქვეყნის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასაც შეხვდა:

"პოლონეთი ლიდერია, მხარდაჭერებს შორის. მადლობა პოლონეთის მთავრობას და პოლონელ ხალხს, რადგან მათ უკრაინელები როგორც ოჯახის წევრები ისე მიიღეს, არაოდეს დავივიწყებთ ამას. უკრაინიდან ადამიანების რუსეთის ფედერაციებში გადაყვანა, პროვოკაციაა, რომელსაც რუსეთი აწყობს ჩვენ მოვიპოვეთ იმ ადამიანთა სია, რომლებიც იძულებით გაიყვანეს რუსეთში. წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან ერთად, ამ ადამიანებს მალე დავაბრუნებთ. ჩვენ არაფერს არ დავთმობთ და ჩვენს პოზიციებს ბოლომდე დავიცვათ" - თქვა კულებამ

რაც შეეხება, თურქეთში გამართულ შეხვედრას, მისი თქმით თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს აღნიშნულ მოლაპარაკებებში დიდი წვლილი მიუძღვის, ვინაიდან ცდილობს ზელენსკიდა და პუტინის შეხვედრის მოწყობას. კულებას თქმით, თუ ეს შეხვედრა გამოვა ეს იქნება თურქეთის დიპლომატიის გამარჯვება.

"მე ჩემი ფრონტი მაქვს და ეს არის დიპლომატიური ფრონტი. მადლობა თურქეთის პრეზიდენტს, რომ მოლაპარაკებები, თურქეთში გადაიტანა ის მხარს გვიჭერს და ახლა ცდილობს, ორი ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა მოაწყოს, თუ ეს გამოვიდა ეს იქნება თურქული დიპლომატიის გამარჯვება"- თქვა კულებამ

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი