მარიუპოლის აღდგენას, მინიმუმ 10 მლრდ დოლარი დასჭირდება - მარიუპოლის მერი

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის ინფრასტრუქტურის აღდგენას, მინიმუმ 10 მილიარდი დოლარი დასჭირდება - ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო, საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

მერი წერს, რომ საკრებულომ სპეციალური კომისია შექმნა, სადაც აგრესორის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე იქნას წარდგენილი. 

"მარიუპოლის აღსადგენად მინიმუმ 10მილიარდი დოლარი იქნება საჭირო. ეს არის წინასწარი შეფასებით გამოთვლილი თანხა, რომელიც საპორტო ქალაქის აღდგენას დასჭირდა. ამისთვის მარიუპოლის საკრებულომ სპეციალური კომისია შექმნა. აგრესორის მიერ ჩადენილი ყოველი დანაშაული, მკვლელობა, ნგრევა დაფიქსირებული და წარდგენილი უნდა იყოს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. სამხედრო დამნაშავეები სათანადოდ უნდა დაისაჯონ. ჩვენ ამჟამად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან და დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციასთან, რათა მივიღოთ რუსეთისგან, არა მხოლოდ რეპარაციები ჩვენი საყვარელი მარიუპოლის სრული რეკონსტრუქციისთვის, არამედ მსხვილი გადასახადები მარიუპოლის ყველა მაცხოვრებლისთვის ტანჯვისა და ზიანისთვის." - წერს ვადიმ ბოიჩენკო

შეგახსენებთ, რომ ქალაქი მარიუპოლი რუსი ოკუპანტების ბლოკადაშია უკვე რამდენიმე კვირაა. ქალაქში შენობა-ნაგებობების 90%-ზე მეტი მთლიანად განადგურებულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი