თაკო ჩარკვიანი კენჭს საბურთალოს მაჟორიტარად იყრის

გამოქვეყნდა:

2020 წლის საპარლამენტო აღჩევნებში თაკო ჩარკვიანი კენჭს საბურთალოს მაჟორიტარად იყრის. ამის შესახებ "კანონი და სამართალის" ლიდერმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.

მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო მეგობრებო!
ქალბატონებო და ბატონებო!!!!!
პირველად გამცნობთ თქვენ (დაპირებისამებრ) უპირველესად თქვენ!
გადაწყდა და დიდი ხნის ბჭობის და დიიიდი სამეგობროს, ასევე ჩემი ძმის მამუკა ჩარკვიანის თხოვნით, ჩემს ოჯახთან კონსულტაციის შედეგად, დედას - ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ირმა ჩხეიძის, ქვეყნის და ხალხის გულშემატკივრების თხოვნით გადაწყვეტილება მიღებულია - კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად (ჩემს უბანში)
დევიზი ასეთია “არც ერთი ხმა პუტინს”. საქართველო კორუფციონერების და 30 წლიანი, თაღლითი  - კორუფციაში ჩაფლული, ოკუპანტთან გარიგებული პოლიტიკანების გარეშე, ბიუჯეტის ძარცვით ახალგაზრდების მომავალს და მოხუცების სიბერეს-პენსიას რომ იპარავენ!! მიყვარხართ მე თქვენ, მიყვარს გაწვალებული მტრისგან დაუცველი საქართველო და მხოლოდ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება!!, - წერს ჩარკვიანი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი