ოკუპანტების მიერ გატაცებული ვეტერანი სამხედრო | "ოცნების" ხელისუფლება დუმს

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების მიერ დატყვევებული ქართველის, ლევან მაჩაბელის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი. მაჩაბელი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცა და ახლა ის ადგილობრივი კა-გე-ბეს საპყრობილეშია გამოკეტილი. ყოფილ სამხედროსა და აგვისტოს ომის ვეტერანს რეჟიმი საზღვრის უკანონო კვეთასა და დივერსიების მოწყობის მცდელობაში ადანაშულებს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება კი დუმს. უსაფრთხოების სამსახურმა გატაცების ფაქტი მხოლოდ ცხინვალის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაადასტურა.

სხვა ცნობებს უშიშროება არ ავრცელებს. არადა სწორედ სპეცსამსახურებისა და ხელისუფლებისგან მოითხოვენ ყოფილი ვეტერანები რეაგირებას და ცხინვალში მყოფი ქართველი ტყვეების გათავისუფლებას, საყოველთაოდ ცნობილი ტრაგედიების გამეორების თავიდან ასაცილებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი