ზაპოროჟიეში ტყვეები გაცვალეს - 86 უკრაინელი ჯარისკაცი თავისუფალია

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, დღეს, 1 აპრილს, ზაპოროჟიეს ოლქში ტყვეები  გაცვალეს. გათავისუფლებულია 86 უკრაინელი სამხედრო, რომლებიც ოკუპანტებს ჰყავდათ დაკავებული. მათ შორისაა 15 ქალი.

გათავისუფლებული ჯარისკაცები უკვე უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.

ტიმოშენკოს გაცვლის დეტალებზე არ უსაუბრია და უცნობია, რამდენი რუსი ოკუპანტი გაცვალეს უკრაინელ ჯარისკაცებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი