ბათუმი მნიშვნელოვანი არჩვენებისთვის ემზადება. სწორედ ხვალ გამართულ შუალედურ არჩევნებზე გახდება ცნობილი, დარჩება თუ არა ქალაქის საკრებულო ოპოზიციური. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბრძოლაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, მათე ფუტკარაძე, "ქართული ოცნების" კანდიდატს, რამაზ ჯინჭარაძეს დაუპირისპირდება.
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ბათუმის საკრებულოს არჩეული ოპოზიციონერი წევრის ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟია. ის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან მალევე, ნოემბერში მოულოდნელად გარდაიცვალა.
ხელისუფლების ოპონენტები და არასამთავრობო სექტორი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება, რისთვისაც უკვე კარგად ნაცნობ სქემას იყენებს და რამაზ ჯინჭარაძის მხრიდან შანტაჟსა და მუქარაზე საუბრობს.
ამომრჩეველზე ზეწოლის გარდა კონკრეტული მაღალჩინოსნების დავალებით ბათუმში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 1000-ზე მეტი მოქალაქე ხვალინდელი არჩევნებისთვის სპციალურად ჩაწერეს. არასამთავრობოების ცნობით, მოქალაქეები არასაცხოვრებელ ფართში დარეგისტრირეს.