პროდუქტის დეფიციტი და ცარიელი დახლები რუსეთში | კრემლის მუქარა და უკონტროლო ვითარება ოკუპანტ ქვეყანაში

გამოქვეყნდა:

ოკუპანტი რუსეთი ვითარებას საკუთარ ქვეყანაშიც ვერ აკონტროლებს, მაღაზიის დახლები ცარიელი აქვს, თუმცა ძალის დემონსტრირებას კიდევ ერთხელ ცდილობს და იმუქრება, რომ ''სადილს'' მხოლოდ მეგობრებს გაუყოფს. დიმიტრი მედვედევმა მსოფლიოს უთხრა, რომ რუსეთი პროდუქტებს არა მტრებს, არამედ მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მიაწვდის.

საქართველო კი ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც რუსეთმა არამეგობარი ქვეყნების სიიდან ამოიღო. ახლა ოკუპანტი ჩვენი ქვეყნისთვის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ნავთობის, ხორბლისა და ზეთის დიდი ნაწილის იმპორტი სწორედ აქედან ხდება.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ პროდუქტის საფასურის გადახდა, რუბლის ან სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტაში მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი