ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ნებისმიერი რეფერენდუმი რუსეთთან გაერთიანების შესახებ იქნება უკანონო - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში:
"ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ნებისმიერი რეფერენდუმი რუსეთთან გაერთიანების შესახებ იქნება უკანონო და ბათილი. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას." ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა 10 აპრილის შემდეგ დააანონსა.