ბიბილოვი ოკუპირებულ დონბასში წასვლას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში წასვლას აპირებს. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა, თუმცა, როდის აპირებს ის გამგზავრებას, ჯერჯერობით უცნობია.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი უკრაინაში დაწყებული „სპეცოპერაციის“ ფარგლებში რუსეთის დახმარებას გააგრძელებს.

„უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სპეციალური სამხედრო ოპერაცია ყველასთვის, ვინც თავს რუსად მიიჩნევს. რუსეთი ჩვენი ისტორიული სამშობლოა, ეს ასევე ჩვენი ოპერაციაა, ჩვენ ერთიანები ვართ", - თქვა მან "რასია 24"-ის ეთერში. 

იხილეთ ასევე:

.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი