ირპენში რუსი ოკუპანტების შეიარაღებული აგრესიის შედეგად შენობების 50% განადგურებულია, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალექსანდრ მარკუშინმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ახლა მთავარი ამოცანა დაღუპულთა ცხედრების მოძიებაა. მარკუშინის თქმით, 200-მდე ადამიანი უკვე დაკრძალეს და მათ ახლობლებს შეატყობინეს.
"ახლა ყველას ვთხოვთ დაგვეხმარონ ტექნიკით, ადამიანური რესურსებით. ქალაქის 50% სამწუხაროდ, დანგრეულია. მის აღდგენას დიდი დრო და შრომა სჭირდება", - თქვა ალექსანდრ მარკუშინმა.