რუსმა აგრესორებმა ღამის განმავლობაში სულ მცირე 12 ქალაქი დაბომბეს - ბოლო ცნობები უკრაინიდან

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ღამის განმავლობაში სარაკეტო იერიში სულ მცირე 12 უკრაინულ ქალაქზე მიიტანეს. განსაკუთრებით მძიმე იყო ღამე პოლტავის ოლქში, ასევე, კრივოი როგსა და დნეპრში.

ოკუპანტებმა დნეპრში დაბომბეს როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე სკოლები და მაღაზიები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ცნობილია, რომ ქალაქში ხანძარს ამ დრომდე აქრობენ.

პოლტავაში აგრესორებმა 4 რაკეტა ჩამოაგდეს და ამ შემთხვევაშიც ის შენობები დაზიანდა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ.

"გვიან ღამით მტერმა პოლტავაში ორ ობიექტზე მიიტანა იერიში. მინიმუმ 4 რაკეტა ჩამოვარდა  და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაეცა. დილის 6 საათზე დაბომბეს კრიმიჩუკის საწარმოო ობიექტები. ახლა იქ ხანძარია და მეხანძრეები ამ დრომდე მუშაობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ვფლობთ".

ყველაზე რთული ვითარება ახლა დონბასისა და ლუგანსკის იმ ნაწილებშია, რომლებიც უკრაინული არმიის კონტროლის ქვეშაა. მხოლოდ დონბასში ღამით განადგურებული 31 ობიექტი, მათგან 27 საცხოვრებელი სახლი. იერიშს სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და არ არის გამორიცხული, დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს.

რთულია ვითარება კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში, ირპენში  და ბორდიანკაში.

გარდა ამისა, ოკუპანტები აგრძელებენ ქალაქ ხარკოვისა და მარიუპოლის დაბომბვას.  ხარკოვში რუსებმა გაანადგურეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღაზია. შენობაში მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, თუმცა ჯერჯერობით დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი