18 000-მდე ჯარისკაცი, 631 ტანკი, 1 776 ჯავშანტექნიკა - რუსი ოკუპანტების დანაკარგი 2 აპრილის მონაცემებით

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 2 აპრილამდე პერიოდს.

სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 17 800;
  • ტანკი - 631;
  • ჯავშანტექნიკა - 1 776;
  • საარტილერიო სისტემა - 317;
  • სარაკეტო სისტემა - 100;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 54;
  • თვითმფრინავები - 143;
  • ვერტმფრენი - 134;
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა - 1 236;
  • გემი/ნავი/კატარღა - 7;
  • საწვავის რეზერვუარი - 76;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 87;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 24;
  • გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა - 4.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი