უკრაინელი ჯარისკაცი ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რო ირპენში ჩეჩენი და ბელარუსი აგრესორები ერთ-ერთ ოჯახში შეიჭრნენ და ცოლ-ქმარს დღეების განმავლობაში საკუთარ სახლში აწამებდნენ.
"არ ვიცი მოყოლა საიდან დავიწყო, ძალიან მიმძიმს. ერთ-ერთმა მოქალაქემ მთხოვა, შევსულიყავი მის სახლში და მენახა რა ხდებოდა. რაც ვნახე წარმოუდგენელია. ეს ადამიანები ახლა თავს ქუჩას აფარებენ. როგორც ყვებიან, ჩეჩენი და ბელარუსი სამხედროები შეიჭრნენ მათთან სახლში და ცოლ-ქმარი რამდენიმე დღე ჰყავდათ ტყვედ აყვანილი. თურმე ქმარს გამუდმებით სცემდნენ და ძალადობდნენ მასზე. ამ ოთხაში აწამებდნენ ორივეს, უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის", - ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი.