რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში, ქალაქ ტავრიისკის მერი, ნიკოლაი რიზაკი გაიტაცეს. ინფორმაციას ქალაქის საკრებულო ავრცელებს.
"ტავრიისკის მერი რუსებმა დაატყვევეს. 1 აპრილის საღამოს შემდეგ,მიკოლა რიზაკის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.
ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად აქვს ნიკოლაი ივანოვიჩს და მერის მოვალეობის შესრულებას რაც შეიძლება მალე გააგრძელებს", - ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ეს ოკუპანტების მხრიდან უკრაინელი მაღალჩინოსნის გატაცების პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე აგრესორებმა კიდევ რამდენიმე ქალაქის მერი გაიტაცეს, მათ შორის მელიტოპოლის და დნიპრორუდნის, ასევე, ტყვედ აიყვანეს ენერგოდარის ვიცე-მერიც. მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი ამ დროისთვის თავისუფალია, თუმცა რუსებმა მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე გალინა დანილჩენკო "დანიშნეს".
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 მარტს თქვა, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი მოკლული იპოვეს.