რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - მზადება აქციისთვის

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ამ დროისათვის იქ საპროტესტო აქციის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო მოძრაობა პარლამენტის წინ უკვე ჩაკეტილია, შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.

ორგანიზატორები სცენას ამონტაჟებენ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე მრავალთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო პარლამენტის შენობიდ მოპირდაპირე მხარეს იქნება განთავსებული.

აქცია კი 20 ივნისის გავრილოვის ღამის  ერთი წლისთავთან დაკავშირებით საღამოს 7 საათზე უნდა დაიწყოს. აქცია პანდემიიდან გამომდინარე, რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება. აქციის მონაწილეებს ეკეთებათ პირბადეები, დაცული იქნება დისტანციაც.

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი