ენერგოდარში ოკუპანტებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს [VIDEO]

გამოქვეყნდა:

დაძაბული ვითარებაა ენერგოდარში, სადაც ოკუპანტებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს - ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მასალაში ჩანს, ადგილობრივები ქალაქის ცენტრში შეკრებილები, ისმის აფეთქების და სროლის ხმა. კადრებში ასევე კარგად ჩანს, როგორ გარბიან მშვიდობიანი მომიტინგეები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა მოქალაქეებს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც მათთვის მიუღებელი მოწოდებები გაისმა. ადგილობრივები მტერს ენერგოდარისა და უკრაინის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი