უკრაინელი ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტი მაქს ლევინი კიევთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მაქს ლევინი სამი კვირის წინ დაიკარგა კიევის რეგიონში, საბრძოლო ზონაში. პოლიციამ დაადასტურა, რომ ის გარდაიცვალა, იტყობინება LB.ua, სადაც ის 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.
ლევინი ადგილზე იმყოფებოდა თავის მეგობართან, ალექსეი ჩერნიშევთან ერთად, რომლის ბედი დღემდე უცნობია.
ლევინის დოკუმენტური პროექტების უმეტესობა უკრაინაში რუსეთის ომს ეხებოდა.
"ყველა უკრაინელი ფოტოგრაფი ოცნებობს გადაიღოს ფოტო, რომელიც ომს შეაჩერებს", - იხსენებს ლევინის სიტყვებს LB.ua.
ლევინს დარჩა ოთხი მცირეწლოვანი ვაჟი, ცოლი და მოხუცი მშობლები.