რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, როსკოსმოსის დირექტორმა დიმიტრი როგოზინმა Twitter-ზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთმა შესაძლოა, შეწყვიტოს თანამშრომლობა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან (ISS) რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების საპასუხოდ.
"მე მჯერა, რომ პარტნიორებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და სხვა ერთობლივ პროექტებში შესაძლებელია მხოლოდ უკანონო სანქციების სრული და უპირობო მოხსნის შემდეგ", - დაწერა როგოზინმა.
მისივე თქმით, Roscosmos-ი მოამზადებს "კონკრეტულ წინადადებებს ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის" ISS-ზე თანამშრომლობის შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ აშშ-ის, კანადის, ევროკავშირის და იაპონიის კოსმოსურ სააგენტოებთან.