რუსული დამოუკიდებელი გამოცემა "პროექტი" აქვეყნებს ინფორმაციას, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არის მოთხრობილი.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ პუტინის ჯანმრთელობა რუსეთში სრულიად გასაიდუმლოებულია. მათი თქმით, კრემლი პუტინის შესახებ აქტიური, ძლიერი მამაკაცის წარმოდგენას ქმნის და ცდილობს. პრეზიდენტის პრობლემების შესახებ ცუდი ინფორმაციები არ გაჟღერდეს.
"კოვიდპანდემიის დაწყებიდან ამ ჯანმრთელმა პრეზიდენტმა არაჯანმრთელად დაიწყო ქცევა. უკვე 2 წელია პუტინი ბუნკერში ზის და თითქმის ყველა შეხვედრას დისტანციურად მართავს. მათ კი, ვისაც პირისპირ ხვდება, წინასწარ 2-კვიარიან კარანტინში ათავსებენ და შეხვედრის წინ ავალდებულებენ, რომ განავლის ანალიზი ჩააბარონ. ვინ იცის რა ინფექცია შეიძლება მიუტანონ ერის ბელადს?!", - ამბობს "პროექტის" ჟურნალისტი.
ირკვევა, რომ გასული წლის სექტემბერში კრემლის ლიდერი ერთი თვით გაუჩინარდა, რა დროსაც მედიაში ე.წ. „კონსერვები“, ანუ წინასწარ ჩაწერილი მასალა გადიოდა, რათა მოსახლეობისთვის პრეზიდენტის აქტიურობის ილუზია შეექმნათ. პროექტის ავტორების თქმით, ამ გაუჩინარების შემდეგ პუტინი ათიოდე მეტრის რადიუსში არავის იკარებს.