
"უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის" - 3 აპრილს, 20:00 საათზე, პარლამენტთან კიდევ ერთი სოლიდარობის აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები არიან "ევროპული საქართველო", "ტაბულა", "თავისუფლების ინსტიტუტი" და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება. მათ დღეს თბილისში ფლაერები დაარიგეს და მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.
აქციას შეუერთდა რუსი მხატვარი ალისა იოფე, რომელმაც პუტინის პოლიტიკა ღიად გააკრიტიკა. რუსი მხატვრის ნახატი ხვალ პარლამენტთან გამოიფინება.