ვლადიმერ პუტინს თავის კოლეგა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან უნიკალური ურთიერთობა აქვს - ამბობს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი.
როგორც მან აღნიშნა, იმის გამო, რაც უკრაინაში ხდება, "ლუკაშენკოს პუტინზე არანაკლებ სტკივა გული".
"ალექსანდრე გრიგორიევიჩი აბსოლუტურად უნიკალურ ურთიერთობაშია ჩვენს პრეზიდენტთან. მათ ნამდვილად აქვთ უნიკალური ურთიერთობა... დარწმუნებული ვარ, იმის გამო, რაც ახლა ხდება უკრაინაში, ალექსანდრე გრიგორიევიჩს ვლადიმერ ვლადიმეროვიჩზე არანაკლებ სტკივა გული", - თქვა პესკოვმა.
მისი თქმით, მიუხედავად პუტინსა და ლუკაშენკოს "მეგობრული დიალოგისა", მათ განსხვავებული პოზიციებიც აქვთ. პესკოვი ამბობს: "ხანდახან ისინი საუბრობენ ძალიან მკაცრად, რადგან ძალიან მკაცრად იცავენ თავიანთი ქვეყნების ინტერესებს".