კიევში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად სპეციალური დანაყოფი შეიქმნა. ინფორმაციას ქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
მისი თქმით, დანაყოფში ასი ჯარისკაცი, მათ შორის კიევის საკრებულოს 7 დეპუტატი მსახურობს.
"კიევი აგრძელებს თავდაცვის გაძლიერებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დაცვას, რაც უზრუნველყოფს ქალაქის ფუნქციონირებას - სინათლის, წყლის, გაზის, გათბობის მიწოდებას. მტერი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას. იმისათვის, რომ ეს ობიექტები საიმედო დაცვის ქვეშ იყოს, კიევში ჩამოყალიბდა ცალკეული დანაყოფი, რომელშიც 100 ჯარისკაცი მსახურობს, მათ შორის კიევის საკრებულოს 7 დეპუტატი", - თქვა კლიჩკომ.
მანვე აღნიშნა, რომ ასეულის ჯარისკაცებმა უკვე დადეს უკრაინელი ხალხისადმი ერთგულების ფიცი.
"ისინი უკვე გაწვრთნილები არიან და აქვთ საჭირო პრაქტიკული გამოცდილება და უნარები იმისათვის, რომ დაიცვან კრიტიკული ობიექტები საომარი მდგომარეობის დროს. ერთად ვიდგებით და გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას", - თქვა ვიტალი კლიჩკომ.