სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდიდან წაშალა ყველა ინფორმაცია - თოლორაია

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის ყოფილი სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია წერს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვებგვერდიდან წაშალა ყველა ინფორმაცია, რომელიც ინსპექტორის სამსახურის 2 წლიანი მუშაობის მანძილზე იყო გამოქვეყნებული

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდიდან -https://sis.gov.ge/ka/ (რომელიც იყო შექმნილი მხოლოდ საგამოძიებო მიმართულებისთვის) წაშალა ყველა ინფორმაცია: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშიები, ინფორმაცია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, სტატისტიკური მონაცემები, კვლევები, შეხვედრები (მათ შორის, საერთაშორისო შეხვედრები). გეგონება ვებგვერდს მტრის ურდომ გადაუარა))).  
ამ დროს, საქართველოს პარლამენტი დღემდე გვიმტკიცებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ გაუუქმებია, იგი მხოლოდ გარდაქმნა))))) მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა ახალმა ხელმძღვანელმა წაშალა წინა ხელმძღვანელის დროს სამსახურის საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია. ჩემს მიმართ უპატივცემულობას შევეჩვიე, მაგრამ ეს არის უპატივცემულობა იმ სამსახურის მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის პარლამენტის მიერ იყო შექმნილი, სამსახურის იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა საქმიანობაც იყო ასახული ამ ვებგვერდზე და იმ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებიც მთელი ეს პერიოდი სამსახურს განვითარებაში ეხმარებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ამ ქვეყანაში საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს შექმნა და არა 2022 წელს (როგორც ესა წარმოჩენილია ამ ვებგვერდზე). 
ამ ინფორმაციის წაშლით, ამ ქვეყნის ისტორიაში სამსახურის გაუქმების ეს სამარცხვინო ფაქტი მაინც არ წაიშლება, მაგრამ თქვენ შეგეძლოთ მეტად ღირსეულად დაგეწყოთ ამ უწყების გადაბარებაც და მართვაც. გულწრფელად ვწუხვარ იმ კომპლექსების გამო, რომელსაც შეუპყრიხართ:((( - სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service
აღნიშნულის შესახებ აუცილებლად ჩავაყენებ საქმის კურსში საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა დახმარებითაც ეს ვებგვერდი შეიქმნა და რომელთა მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შესახებაც იყო განთავსებული ინფორმაცია აღნიშნულ ვებგვერდზე.
მე ვუხდი ბოდიშს სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომელს ამის გამო" წერს ლონდა თოლორაია.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა და მის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები შექმნა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე უხელმძღვანელებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვას კი ლელა ჯანაშვილი. ორივე უწყება 1 მარტს, მას შემდეგ ამოქმედა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფიციალურად გაუქმდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი