რუსმა ოკუპანტებმა მძევლად აიყვანეს მარიუპოლელი ქალი მარიანა ვიშემირსკაია, რომლის ფოტომ მარიუპოლის სამშობიაროდან მსოფლიო მოიარა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Обозреватель ავრცელებს.
ადგილობრივი მოხალისეების თქმით, ისინი ცდილობდნენ ახალგაზრდა დედის გადარჩენას და მისი ახლობლების თხოვნით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანას, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხეს.
"მისმა ახლობლებმა გვთხოვეს, რომ დავეხმაროთ მათ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გასვლაში, რადგან რუსები აპირებდნენ მის გამოყენებას პროპაგანდისტული მიზნებისთვის. არ გამოვიდა, გაითვალისწინეთ, რომ ის და ბავშვი მძევლები არიან", - აცხადებენ მოხალისეები.
2 აპრილს, რუსმა პროპაგანდისტებმა გამოაქვეყნეს „ინტერვიუ“ მარიუპოლიდან მარიანა ვიშემირსკაიასთან. მძევლად აყვანილი ქალის სიტყვების ჭრით, ოკუპანტები ცდილობდნენ დაედასტურებინათ საკუთარი ტყუილი, რომ საავადმყოფოში განთავსებული იყო „აზოვის ბაზა“ და რომ მარიუპოლის სამშობიაროზე "შეტევა განახორციელა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა" და "უკრაინელმა ბოევიკებმა"
ცნობისთვის, რუსეთმა მარიუპოლის სამშობიარო 9 მარტს დაბომბა.