ხარკოვის ოლქში, ბალაქლეას რაიონულ საავადმყოფოს ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს. შენობა ნაწილობრივ დაზიანებულია. ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, აუცილებელია პაციენტებისა და პერსონალის სასწრაფო ევაკუაცია. საუბარია დაახლოებით 70 ადამიანზე.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გადავარჩინოთ ხალხი. ეს არის კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული ხარკოვის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ - ამბობს სინეგუბოვი.
ბალაქლეა ხარკოვის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიაა