ბიბილოვი "სამუშაო ვიზიტით" დონეცკის "სახალხო რესპუბლიკაში" ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ანატოლი ბიბილოვი "სამუშაო ვიზიტით" დონეცკის "სახალხო რესპუბლიკაში" ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრა  დენის პუშილინთან. განიხილება დონბასის მოსახლეობისთვის დახმარების გაწევის საკითხები.

ე.წ პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ბიბილოვი ასევე გეგმავს შეხვედრებს მოხალისეებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებიც მონაწილეობენ "უკრაინის დენაციფიკაციის სპეცოპერაციაში".

ბიბილოვს "ვიზიტისას" თან ახლავს "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი" აზამატ ჩოჩიევი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი