არსებული ინფორმაციით, იზიუმის რაიონში (ხარკოვის ოლქი), ადგილობრივებმა რუსეთის ფედერაციის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის სამხედროებს მოწამლული ღვეზელებით „უმკურნალეს“ - ინფორმაციას ფეისბუქზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
"შედეგად, ორი ოკუპანტი დაიღუპა, 28 კი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მათი ამჟამინდელი მდგომარეობა ზუსტდება.
რუსეთის ფედერაციის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის კიდევ 500-მდე სამხედრო მოსამსახურე გაურკვეველი წარმოშობის მძიმე ალკოჰოლური ინტოქსიკაციით, საავადმყოფოებში იმყოფება.
რუსეთის სარდლობა ამ შემთხვევებს ე.წ „არასაბრძოლო დანაკარგებს“ უკავშირებს." ნათქვამია უწყების განცხადებაში.