გადამწყვეტი ბრძოლა, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობისთვის - ქართული ოცნების პოლიტიკურ შანტაჟს შეწირული ნუგზარ ფუტკარაძის ადგილის დაკავებას, მმართველი პარტიის კანდიდატი, აკრძალული მეთოდებით ცდილობს- კიდევ ერთი არჩევნები, ქართული ოცნების ტრადიციად ქცეულ სტილში- ე.წ. ძველი ბიჭების და კოორდინატორების მობილიზაცია საარჩევნო უბნებთან, ფულით და ბენზინის ტალონებით ნაყიდი მხარდაჭერა- ბათუმში, დღეს საგანგებოდ ჩაიყვანეს ქართული ოცნების საჯარო მოხელეები სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ქობულეთის საკრებულოს დეპუტატები.