რუსეთის მტერი ნომერი ერთი - კრემლის პროპაგანდის და რუსული არმიის მთავარი სამიზნე- ელიტური უკრაინული საბრძოლო შენაერთი აზოვის ბატალიონი.
ეს არის ელიტური დანაყოფი, სადაც უკრაინელ სამხედროებთან ერთად, ქართველები იბრძვიან; აზოვის ბატალიონი, ყველაზე მძლავრი დანაყოფია, უკრაინის სამხედრო ნაწილებში, რომელმაც ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიიდან, რუსული შეტევების მოგერიების დროს გაითქვა სახელი, ახლა კი უკვე თვეზე მეტია, მარიუპოლს რუსული ალყის მიუხედავად, გმირულად იცავენ;
სწორედ აზოვის ბატალიონის ინსტრუქტორი იყო ბახვა ჩიქობავა. ქართველი გმირი მარიუპოლთან ორი კვირის წინ დაიღუპა, თუმცა მისი ცხედრის გადმოსვენება, მტრის ალყაში მოქცეული ქალაქიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება;
აზოველები საკუთარ სამშობლოსთან ერთად, ახლა ქართველი გმირის ცხედარსაც იცავენ; ბახვა ჩიქობავას გადმოსვენებას, მთელი საქართველო ელოდება- ყველაზე მეტად კი მისი ოჯახი.
გმირი ქართველი სამხედროს შვილი, ნათია ჩიქობავა მამასთან ბოლო საუბარს იხსენებს.