
ვლადიმერ პუტინი - იგივე პუტლერი, როგორც მას უკრაინაში ომის შემდეგ უწოდეს, რადგან ჰიტლერის შემდეგ, ის მსოფლიოს ყველაზე დიდ ბოროტებად იქცა; სწორედ პუტლერის პირადი მითითებით ანადგურებენ ახლა უკრაინის ქალაქებს, ხოცავენ უდანაშაულო ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს;
ომის დაწყების დღიდან, საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურები და მედიაორგანიზაციები აქტიურად იძიებენ რუსეთის პრეზიდენტის ფსიქიკურ მდგომარეობას და სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, ფობიები, რომლითაც პუტინია შეპყრობილი და რაც მის ფსიქიკასთან ერთად, მთელ მსოფლიოს უდიდეს საფრთხეს უქმნის;
უკვე რამდენიმე წელია, რუსეთის პრეზიდენტი მუდმივად გარშემორტყმულია ექიმების ჯარით, მუდმივად იკეთებს ანალიზებს და კადრებშიც კი, სადაც ის თითქოს მოქალაქეებთან, ან რომელიმე პროფესიის ადამიანებთან ერთად ჩნდება, უბრალოდ სხვადასხვა ფორმაში გადაცმული ერთი და იგივე ხალხი დაჰყვება;
ამ ფობიების გამო, პუტინი უკვე ერთი წელია, საგანგებოდ მოწყობილ ბუნკერში ცხოვრობს და შამანების რჩევით, ახალგაზრდა ირმების რქის და სისხლის აბაზანებსაც იღებს.