
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ერთ-ერთ ღამის კლუბში ძლიერი აფეთქება მოხდა.
AP News-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 31 კი დაშავდა. დაშავებულების უმეტესობას დამწვრობა აქვს მიღებული.
მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.
შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.