რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ლიეტუველი რეჟისორი, მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს. ინფორმაციას ლატვიელი რეჟისორი, ვიტალი მანსკი ავრცელებს.
"ჩვენი მეგობარი, ლიეტუველი დოკუმენტალისტი მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს დღეს, მარიუპოლში, კამერით ხელში, ბოროტების ამ უაზრო ომში მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ", - წერს მანსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მანტას კვედარავიჩიუსი დოკუმენტურ ფილმებს იღებდა. 2016 წელს მან გადაიღო ფილმი "მარიუპოლი" დონბასის ომზე. ფილმის პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე შედგა.