რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, რაკეტების ნაწილი საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა, ნაწილი კი დასახლებულ პუნქტებში ჩამოვარდა.

აგრესორების სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო. 

"მტერმა ოდესაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. ერთ-ერთი სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო. ჩვენ არაფერს დავივიწყებთ, არ ვაპატიებთ", - თქვა ოდესის დეპუტატმა, პეტრო ობუხოვმა. 

სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ოფიცერმა, ვლადისლავ ნაზაროვმა აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაბომბვის შედეგად გაჩნდა ხანძრის რამდენიმე კერა. ცეცხლის ქრობის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი