უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საკმარისი დასავლური თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები და თვითმფრინავები ქვეყანას ჯერ კიდევ არ მიუღია.
როგორც მან ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების მიღება ჯერ კიდევ არ არის გვიანი.
"სამწუხაროდ, უკრაინას ჯერ კიდევ არ მიუღია საკმარისი თანამედროვე დასავლური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, თვითმფრინავები, არ მიუღია ის, რაც პარტნიორებს შეეძლოთ, მოეწოდებინათ. მათ ეს შეეძლოთ და შეუძლიათ. ყოველი რუსული რაკეტა, რომელიც მოხვდა ჩვენს ქალაქებს და ყოველი ბომბი, რომელიც ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს ესროლეს, მხოლოდ შავ საღებავს ამატებს ისტორიას, რომელიც აღწერს ყველას, ვისზეც იყო დამოკიდებული ამ გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების იმასთან დაკავშირებით, დაეხმარონ თუ არა უკრაინას თანამედროვე იარაღით", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკი.